ბენიძე სალომე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალომე ბენიძე

ბენიძე სალომე – (1986), ქართველი პოეტი მთარგმნელი. დაიბადა ქუთაისში. 2003 წელს დაამთვარა წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზია. 2003-2007 წლებში სწავლობდა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის განხრით. სხვადასხვა დროს სწავლობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით და ალექსანდრეს სახელობის თესალონიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით. გამოცემულია მისი ორი პოეტური კრებულები: „ჩემი გაზაფხული” (1993), „საქართველოს ლაჟვარდი“ (1994), „ნუ მომთხოვ დუმილს” (2002), „მოხსენებითი ბარათი” (2011) და „ამბავი უძინართა” (2013). გამოცემული აქვს პოეტური თარგმანების კრებული (ბერნსი, უაილდი, რილკე, პუშკინი, ლერმონტოვი); თარგმნა დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი მხრიდან”, ასევე შირინ ებადის ავტობიოგრაფიული რომანი „ოქროს გალია”.

ბათუმი. ერთი წლის შემდეგ.
...და ვიწყებ ასე:
არაფერი აღარ მაწუხებს,
ცა არის მშვიდი, უხმაურო და შემპარავი,
თუ ჩემს კითხვებზე უშენობა არის პასუხი,
მომეცი ნება, არ მახსოვდეს ახლა არავინ.
ვაგრძელებ ასე:
შენი მხარი – ჩემი ბალიში არ მინდა, იყოს.
მთქმელს ყოველთვის არ ჰყავს გამგონე,
და ზღვა,
რომელიც საღამოხანს მიჩანს თვალებში,
უბრალოდ, ზღვაა და არაფერს აღარ მაგონებს.
და არაფერი მენატრება, სიზმრების გარდა,
არავის ვუსმენ, უცხო ქვების სურნელი ამდის,
და დგას ამინდი, უმოძრაო, უთქმელი, სადა,
რადგან ყოველთვის მიყვარდი და
არასდროს მყავდი.
ვამთავრებ ასე:
არაფერი აღარ გეწყინოს,
მეძახის ტალღა, უხმაუროდ და შემპარავად,
და მინდა ახლა, ვიწვე ზღვასთან,
ვიწვე, მეძინოს,
თითქოს წყლად ვიქეც,
თითქოს გავქრი, თითქოს არა ვარ.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები