ბენედიქტე სამთავნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენედიქტე (ბენედიკტე) სამთავნელი – (XVIII საუკუნის შუა ხანები და II ნახევარი), საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი. სამთავისის საეპისკოპოსო კათედრაზე მოღვაწეობდა დაახლოებით 1748-1760 წლებში. 1748 წელს საეკლესიო კრების კანონებში მე-14 ადგილზე მისი ხელრთვაა. XV-XVI სს. ერთ-ერთ გადაწერილ „დავითნს“, რომლის დასაწყისი და ბოლო XVIII საუკუნეშია აღდგენილი, წინ უძღვის ამ კრების დადგენილება მონაწილე ეპისკოპოსთა ხელმოწერებით, რომელთა შორისაა ბენედიქტე სამთავნელის ხელმოწერაც. 1749 წელს ერთი სიგელის მიხედვით, ამ დროისათვის სხვა მრავალ საეპისკოპოსოს შორის სამთავნელის კათედრაც მოშლილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მოვლენა დროებით ხასიათს ატარებდა, რადგან 1749 წელს სხვა საბუთში ბენედიქტე სამთავნელი კვლავ ამ კათედრაზეა, მოწმე და გამრიგეა საამილახვროს სახლიკაცობის რიგისა. 1754 წლის 15 ივნისს სიგელით ბენედიქტე სამთავნელი არიგებს ამირინდო ამილახორისა და მისი ბიძაშვილების ყმა-მამულის საქმეს. მისი ბეჭედი ახლავს აგრეთვე 1759 წლის 3 იანვრით დათარიღებულ განჩინებას ნიკოლოზ და რევაზ ამილახორიშვილების გაყრის საქმეზე. 1753 წელს ბენედიქტე სამთავნელმა „სამთავისის მონასტრის ღვთაებას“ (მონასტრის ღვთაების ტაძარს) შესწირა „ოთხთავი“. მის მარჯვენა ყდაზე წარწერილია მხედრულით: „ქ. მე სამთავნელ მიტროპოლიტმან ბენედიკტემ, შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი თქვენ, სამთავისის მონასტრის ღვთაებას. შეიწირენ და შემიწყალე. ვინც გამოგწიროს, შენ შერისხდი. ქრ(ის)ტეს აქათ ჩღნგ. ქ(ორონი)კ(ონ)ს უმა“ (1753).

მ. შაორშაძე

წყაროები

  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ, 3, თბ., 1970;
  • ხეც, ხელნაწერი H-2901 ხეც, ხელნაწერი Q-412.


Logo1.JPG ბენედიქტე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები