ბეთლემის კიბე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეთლემის კიბე – 120 საფეხურიანი კიბე-ქუჩა თბილისში, ქვემო კალაში (კლდისუბანში), რომელიც დამრეც ფერდობზე აღმართული ქვემო ბეთლემის ეკლესიიდან კლდეს აჰყვება და ზემო ბეთლემთან მთავრდება. კიბის პროექტი 1850 წ. თბილისის საგუბერნიო არქიტექტორმა ტიმოთე ბელოიმ შეადგინა. პროექტში კიბეს მიუყვებოდა სვეტებზე მოწყობილი სახურავი, მაგრამ პროექტი ბოლომდე არ განხორციელდა და ამასთან, კიბის ტრასაც ნაწილობრივ შეიცვალა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები