ბეგობის არწივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბეგობის არწივი – (Aquila heliaca), ფრინველი შავარდნისნაირი, ქორისებრთა ოჯახიდან. ბინადრობს ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ფოთლოვან, შერეულ დამეჩხერ ტეყეებში, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე. იშვიათი და მცირერიცხოვანი ფრინველია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც გამქრალი ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობა.