ბახჩალო-ყიშლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბახჩალო-ყიშლა – გარდამავალი ხანის გუმბათიანი ტრიკონქი ისტორიულ პროვინცია ოლთისში (ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკა), გუმბათი ეყრდნობა კედლებს, დასავლეთ სწორკუთხა მკლავი სხვებზე გრძელია, სამივე აფსიდა გარედან სწორ კუთხეებშია მოქცეული. შესასვლელი დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელშია, ეს ხშირად გვხვდება გარდამავალი ხანის „თავისუფალი ჯვრისა“ და „ნახევრად თავისუფლი ჯვრის“ ტიპის ქართულ ეკლესიებში. კედლები მოპირკეთებულია „შიგნით და გარეთ ლამაზად ნათალი მუქი მოწითალო კუბიკური ქვებით“. ექვთიმე ღვთისკაცი (ე. თაყაიშვილი), რომელმაც გამოაქვეყნა ძეგლის გეგმა და ძალიან მოკლე აღწერა, არ ახსენებს რაიმე მორთულობას. სავარაუდოდ, იმ დროს ფასადებს აღარ გააჩნდა რაიმე სამკაული, ეკლესიას აღარც კამარები ჰქონდა და აღარც გუმბათი.
ვ.ბერიძე