ბახუჭი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბახუჭ-ი (დიდ. БакъучI) – მაჯლაჯუნა დემონი დიდოური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით; არის შავი ფერის ბანჯგვლიანი ანთროპომორფული არსება, რომელსაც თავზე პატარა მრგვალი უჩინმაჩინის ქუდი ხურავს; ღამით საცხოვრებელში ნებისმიერი ხვრელიდან შედის, ქუდს კარის ზღურბლთან ტოვებს და აწვება მძინარე ადამიანს, რომელიც ღვთისმოსაობითა და კეთილშობილებით გამოირჩევა, და მის გაგუდვას ლამობს. ამ დროს საკმარისია გაინძრე ან რაიმე ხმა გამოსცე, რომ ავსული მაშინათვე გარბის. თუ ვინმემ შეძლო ბაჴუჭის ქუდის მოხელთება, მაჯლაჯუნა ხილული და სურვილების ამხდენი ხდება.


ლიტერატურა

М. Р. Сефербеков, М. А. Магомедов. Из мифологии, фольклора и обрядовой культуры дидойцев: синкретизм традиционных верований и ислама // Исламоведение. Т. 7. № 1(27), 2016.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები