ბაშოსგორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაშოსგორი – ადგილი ციხეგორთან, ფშავისა და ხევსურეთის საზღვარზე, სადაც დაეცა დევებისა და კოპალას ნასროლი ქვები, როცა ისინი ერთმანეთს ეასპარეზებოდნენ და კოპალამ გაიმარჯვა. დღესაც ჩაფლობილია ეს ქვები; კოპალას ნასროლი ქვა ოდნავ წინ არის, მის მომდევნოდ კი დევის ნასროლი ქვაა. ყოველ დღესასწაულზე, ციხეგორობას, აქ მოდიან სოფელ უძილაურთის მკვიდრნი, ჭიქას წაუქცევენ კოპალას ქვაზე, კოპალას საგმირო საქმეებს გაიხსენებენ და დაილოცებიან.