ბაღავან-უჩქილისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაღავან-უჩქილის-ი (სომხ. Բաղավան-Ուչքիլիս) – სომხეთის მთიანეთში, აღრიდაღის ქედის უღელტეხილებთან მდებარე წმ. ოვანესის სახელობის მონასტერი (ბაღავანი), სადაც სამი ქრისტიანული ტაძარი დგას (აქედანაა სოფლისა და მონასტრის თურქული სახელწოდება უჩქილისი – „სამტაძროვანი“). აქ იყო ჩინღილის, ზორის (აღბულაღის), ქარავან-სარაის, ასლანისა და ბალიქღოლის უღელტეხილების გავლით არაქსის ნაპირებიდან მომავალი გზების თავშესაყარი. აღრიდაღის უღელტეხილების დასაწყისთან უძველესი დრიოდან იდგა წლის შემცვლელისა და ნაყოფიერების ღვთაების ტაძარი; აქვე მოღვაწეობდა ქურუმი მაჟანი, რომელსაც საკურთხეველზე ჩაუმქრალი ცეცხლი ენთო. მოვსეს ხორენაცის ცნობით, ეს იყო მეფე არტაშესის ვაჟი, რომელიც ძმათაგან იქნა მოკლული. ერთ-ერთმა ძმამ, რომელიც მაჟანის მკვლელობის მონაწილე არ ყოფილა, გამეფების შემდეგ, ძმის ხსოვნის პატივსაცემად მის საფლავზე ააგო საკურთხეველი. აქ იკვებებოდნენ და ღამეს ათევდნენ მგზავრები. ამიტომ ბაღავანის წმინდანის ეპითეტები იყო „სტუმართმოყვარე“, „თავშესაფრის მომცემი“. ბაღავანის, ისევე როგორც ზვარის, სატაძრო დღესასწაული იყო ვარდავარი (ფერისცვალება).


ლიტერატურა

Лисициан С. „Святыни“ у перевалов // СЭ. 1936, № 4-5.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები