ბაქანიძე მამია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამია ბაქანიძე – (1931-2002), ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1968), დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში. 1949 წელს დაამთავრა სოფელ მერიის საშუალო სკოლა, 1949-1954 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტხე. 1957-1983 წლებში ცხოვრობდა ქ. ალმა-ათაში; 1957 წლიდან მუშაობდა ყაზახეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ - უმცროს, შემდეგ - უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ბოლოს - სექტორის გამგედ. 1967-1982 წლებში გამოქვეყნებული ნაშრომების ციკლისათვის, მატერიალისტური დიალექტიკის ძირითადი პრინციპების კვლევა და მათი როლი მეცნიერულ შემეცნებაში“ (კოლექტიური ნაშრომი) მ. ბაქანიძეს მიენიჭა ყახახეთის სახელმწიფო პრემია.

1983 წლიდან გარდაცვალებამდე მ. ბაქანიძე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ მუშაკადმ. ბაქანიძის მეცნიერული კვლევის მიმართულებანი იყო ლოგიკის, შემეცნების თეორიის, დიალექტიკის პრობლემები. მ. ბაქანიძის აზრით, მსჯელობა არის აზროვნების უმარტივესი ფორმა, რის გამოც იგი ლოგიკური ფორმების კლასიფიკაციის ამოსავალია. წინააღმდეგობის კატეგორიას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს მეცნიერული აზროვნების ყველა დარგში, წინააღმდეგობის ცნებაზეა აგებული დიალექტიკური ლოგიკა, რომელიც იმავე დროს ცოდნის ლოგიკას წარმოადგენს.


თხზულებები

  • «Проблема субординации логических форм». (Алма-Ата, 1968);
  • «Проблемылогики идиалектики познания». (в соавторстве, Алма-Ата, 1963);
  • «Принцип протоворечия в соврименной науке». (в соавторстве, Алма-Ата, 1975);
  • «Роль принципа крнкретности в соврименной науке».(в соавторстве, (Алма-Ата, 1976);
  • «Принцип противоречия в социальном познании».(в соавторстве, Алма-Ата, 1982);
  • «Диалектическая логика: формы и методы познания». (в соавторстве, Алма-Ата, 1987).

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები