ბატონების ხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბატონების ხე – ბატონების კულტთან დაკავშირებული ქართული საწესო საგანი – ყვავილით ან წითელათი დაავადებულის სუფრაზე, „ბატონების ტაბლაზე“, აღმართული ხის ტოტი, რომელზეც ჩამოკიდებულია წითელი ნაჭრები, ხილი, ტკბილეული, პურის ცომისგან გამომცხვარი და წითელი საღებავით მოხატული რკალის სახის პატარა კვერები, ბურთულები, სხვადასხვა ფრინველები, ცხოველები და სხვ.
ლიტერატურა
ვ. ბარდაველიძე. ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (ღვთაება ბარბარბაბარ). თბ., 1941, გვ. 75.