ბატი გასტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გასტონ ბატი

გასტონ ბატი – (1885-1952), ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, მხატვარ-დეკორატორი, თეატრის თეორეტიკოსი. 1919 წ. მუშაობდა ფ. ჟემიეს დასში. 1922-28 წ.წ. სათავეში ედგა მის მიერ შექმნილ დასს „ქიმერა“. 1926 წ. შ. დიულენთან, ლ. ჟუვესთან, ჟ. ფითოევთან ერთად შექმნა თეატრალური გაერთიანება „კარტელი“. 1936 წ. ჟ. კოპოსთან, შ. დიულენთან და ლ. ჟუვესთან ერთად ხელმძღვანელობდა „კომედი ფრანსეზს“. დრამატულ თეატრში მუშაობის პარალელურად დგამდა ექსპერიმენტულ თოჯინურ სპექტაკლებს. 1949 წლიდან ძირითადად მუშაობს თოჯინების თეატრში. იყო რომანტიული სპექტაკლ-დღესასწაულის მიმდევარი, თავად აფორმებდა თავის სპექტაკლებს, ქმნიდა ეფექტურ მიზანსცენებს. არის თეორიული ნაშრომების ავტორი.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები