ბარძ ფოხელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბარძ ფოხელ-ი (სომხ. Բարձ թոխել – „ბალიშის შეცვლა“) – სომხური ჩვეულებითი სამართლის ნორმა, რომლის მიხედვითაც ქმრის მიზეზით უშვილო ცოლს, გაყრის გარეშე, უფლება ეძლეოდა, დედამთილთან შეთანხმებით, ბავშვის გასაჩენად სქესობრივი კავშირი სხვა მამაკაცთან ჰქნოდა. სამართალი პირუკუ ნორმასაც ითვალისწინებდა: თუ ცოლი უნაყოფო აღმოჩნდებოდა, ქმარს, თანამეცხედრის თანხმობით, შვილის გაჩენა სხვა ქალთან შეეძლო. ასეთ შემთხვევებში ცოლიცა და ქმარიც ვალდებულნი იყვნენ ბავშვი ღვიძლი შვილივით აღეზარდათ.
ლიტერატურა
- Карапетян Э. Т. Выкуп в свадебных обрядах армян и его социально-экономические корни // ТГИМА, т. III. 1950;
- Тер-Саркисянц А. Е. Брак и свадебный цикл у армян (вторая половина XIX – начало XX в.) // Кавказский этнографический сборник. IX. М., 1989.