ბართაია ნომადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნომადი ბართაია

ბართაია ნომადი – (1944), მწერალი, პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა სოფელ ლეხაინდრაოში (მარტვილი), სადაც დაამთავრა სკოლა. 1966 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანული ფილოლოგიის განხრით. იმ დროიდან მუშაობს აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში, ასევე პარალელურად მოღვაწეობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობია უნივერსიტეტში. ამჟამად არის საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ჟურნალ „კალმის” რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს არა ერთი მხატვრული (პოეტური, პროზაული, ნათარგმნი) და სამეცნიერო სახის კრებული.


* * *
ფერეიდანში არ ახსოვთ,
ქართველს მოეკლას ქართველი;
რანი ვყოფილვართ, რანი ვართ,
აი, ეს არის სათქმელი.
გასულა წელი ოთხასი,
და გავა კიდევ რამდენი;
ფერეიდანში არასდროს
ქართველს არ მოკლავს ქართველი.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები