ბარაგჯინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბარაგჯინ-ი (ოს. Барагджын – „ტყის ჯინი“) – ტყის ქალი ოსურ მითოლოგიაში. უღრან ტყეებში მცხოვრები ეშვებიანი, ძონძებში გამოწყობილი, მხეცივით სისხლმოწყურებული ბარაგჯინი ადამიანებს შიშის ზარს სცემდა. ამიტომ შეშის მჭრელები ცდილობდნენ, სადმე არ გადაყროდნენ.


ლიტერატურა

Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები