ბალცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალც-ი / სთარ-ი (ოს. Балц / стæр) – ნართული ეპოსის თანახმად, ნართების სამხედრო ექსპედიცია, ყაჩაღური ლაშქრობები საქონლისა და ცხენების გამორეკვის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, ნართებისათვის ბალცი თავგადასავლების ძიების ერთ-ერთი ფორმა იყო. მათ ცნობილ ქეიფებთან ერთად, ბალცი ნართების ძირითად და უსაყვარლეს საქმიანობას წარმოადგენდა. უნდა ითქვას, რომ ტრადიციულ ოსურ საზოგადოებაში ბალცი ანუ სახლიდან წასვლა, ზოგჯერ მთელი წლითაც კი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასეთ მოგზაურობას სხვა მიზანი, გარდა ახლობლების (ნათესავების, ძმადნაფიცების) შემოვლა – მონახულებისა, არ ჰქონია (გამონაკლისი იყო მარილის მოსატანად წასვლა).

ვ. აბაევის აზრით, ტერმინი балц მომდინარეობს ძველი ირანული სიტყვიდან *barti „მოგზაურობა ცხენით“


ლიტერატურა

Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. II. Л., 1973.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები