ბალახაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი ბალახაშვილი

ბალახაშვილი გიორგი – (1987), ქართველი პოეტი, დაიბადა სოხუმში. 1992 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ, ოჯახთან ერთად გადმოსახლდა თბილისში. ლექსებს 17 წლიდან წერს. განათლებით პოლიტოლოგია. 2010 წელს გალაკტიონისადმი მიძღვნილ კონკურსში მისი ლექსი საუკეთესოდ იქნა მიჩნეული; არის ორი კრებულის ავტორი, ესენია: „POSTალიონური” და „დუმილის დასარღვევად“. მისი ლექსები შესულია მწერალთა კავშირის ეგიდით გამოცემულ ახალგაზრდა პოეტთა კრებულში.


დედაჩემი
დედაჩემს საკუთარი ჭაღარისფერი
ხალათი მოსავს და ყოველ დილით
ისეთი ეშხით მიდუღებს ყავას,
თითქოს ბოლოა. მე მასში ვხედავ მოსეს,
რომელმაც შუაზე გაყო
ზღვა და ბილიკად სავალ გზას მაჩვენებს
გაღვიძებისას – დაძინებამდე.
ის სრულიად ფეხშიშველი
დადის ტროტუარებზე, რათა მამცნოს
ყოველი შუშის ნატეხი ან ნამწვი,
რომელმაც, შესაძლოა,
ფეხსაცმელი შემილახოს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები