ბალაშვილი ვლადიმერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვლადიმერ ბალაშვილი – დაიბადა 1955 წლის 22 თებერვალს ახალგორის რაიონის სოფელ ბალაანში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა ახალგორის რაიონის გამგეობაში.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი დეპუტატი, არჩეული ახალგორის №5.31 ახალგორის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან.