ბალარჯიშვილი მერაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მერაბ ბალარჯიშვილი – (დ. 16 ოქტომბერი, 1947, თელავი – გ. 23 ოქტომბერი, 2008). — ჟურნალისტი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რეჟისორის თანაშემწე, ასისტენტი, რედაქტორი, განყოფილების გამგე, მთავარი რედაქტორის მოადგილე, მთავარი რედაქტორი (1974-85)
- გაზეთ "ახალგაზრდა ივერიელის" რედაქტორი 1988 წლიდან.
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): მაჟორიტარი, №17 თელავის საარჩევნო ოლქი;
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).