ბაკურ IV

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაკურ IVქართველი პოლიტიკური მოღვაწე და მოაზროვნე. მის შესახებ ბიოგრაფიული მონაცემები ერთობ მწირია. ცნობილია, რომ იყო იბერიიდან და ეკუთვნოდა წარჩინებულ გვარს. ზოგიერთი მონაცემით, ბაკური პირველი ქრისტიანი მეფეა საქართველოში. მისი პოლიტიკური მოღვაწეობიდან ცნობილია, რომ როგორც სარდალი, მონაწილეობდა გუთებისა და ბიზანტიელების ომში ადრიანოპოლთან (378 წ.) და ტირან ევგენიოსის წინააღმდეგ ბრძოლაში (394 წ.).

ბერძნული წყაროები, ბაკურის სამხედრო ტალანტის გარდა, იუწყებიან მასზე, როგორც ღრმა მოაზროვნე ფილოსოფოსზე. საკუთრივ ბაკურის ნაშრომი ან ცალკე მოსაზრებები შემორჩენილი არ არის. მის ფილოსოფიურ მრწამსზე წარმოდგენას იძლევა ცნობილი ნეოპლატონიკოსის ლიბანიოსის (314-393) წერილი, რომელიც მას ბაკურისთვის მიუწერია. ამ წერილიდან ცხადი ხდება, რომ უფრო ადრე ბაკურს წერილი მიუწერია ლიბანიოსისთვის, და სწორედ ამას ემყარება ლიბანიოსი ბაკურის მსოფლმხედველობის გადმოცემისას.

ლიბანიოსის დახასიათებაში ბაკური წარმოჩენილია, როგორც მამაცი, ბრძენი, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული და აგრეთვე მოაზროვნე ფილოსოფოსი, ლოგოსების მოყვარული. ამ წერილიდან ირკვევა ისიც, რომ ბაკური სტოიციზმით ყოფილა გატაცებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც იმ პერიოდში, როცა ბაკური ბიზანტიაში მოღვაწეობდა, სტოიციზმი ყველახე გავრცელებული ფილოსოფიური მოძღვრება იყო.


ლიტერატურა

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები