ბაკურაძე თეიმურაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თიმურაზ ბაკურაძე

ბაკურაძე თეიმურაზ თედორეს ძე - (17.III.1943, ქუთაისი), კომპოზიტორი.

1967 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ა. ბალანჩივაძის კლასი). თავიდანვე მიიქცია ყურადღება აზროვნების სიახლითა და სითამამით (კანტატა „ლირიკული სტროფები“ 1963). ცნობილი გახდა სიმებიანი კვარტეტით „ფშაური ნატირლები“ (1970), რომელიც შეფასდა როგორც კომპოზიტორის შემოქმედებითი მიღწევა და ახალი სიტყვა ქართულ კამერულ-ინსტრუმენტულ მუსიკაში.

ბაკურაძის ნაწარმოებებმა, პირველ რიგში, „პრელუდიუმმა“ სოლისტებისა და სიმფონიური ორკესტრისთვის (1974, შესრულებული 1977) არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვიეს უჩვეულო, გამომწვევი ჩანაფიქრითა და სტილისტიკით. წარმატება ხვდათ მოგვიანებით შექმნილ ნაწარმოებებს: „2 წიგნი კვინტეტისათვის“ „კოლაელ ყრმათა წამების“ მიხედვით (1992, შესრულებული 1995) და სხვ., რომლებმაც დაუმკვიდრეს ბაკურაძეს ავანგარდული მიმდინარეობის ლიდერის სახელი თანამედროვე ქართულ მუსიკაში.

ბაკურაძე არის მთელი რიგი სხვადასხვა ჟანრის (სიმფონიური, საგუნდო, კამერული და ა. შ.) ნაწარმოების ავტორი. მას ეკუთვნის კინოფილმების „იყო შაშვი მგალობელი“, „პასტორალი“ და სხვათა მუსიკა.

არაერთგზის იყო რესპუბლიკური, საკავშირო (1968) პრემიების ლაურეატი, საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს არწივის“ ლაურეატი მუსიკის ნომინაციით.

გ. ტორაძე


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

თეიმურაზ ბაკურაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები