ბაზალტის ძაფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაზალტის ძაფი – ვულკანური ქანის ბაზალტისგან დამზადებული ძაფი. იწარმოება ბაზალტის ღორღის დნობით ღუმლებში მაღალ ტემპერატურაზე, რომლის შედეგად მიიღება ფაფის მსგავსი მასალა, საიდანაც გამოიწელება ბაზალტის ძაფი. ბაზალტის ძაფით შესაძლებელია ნებისმიერი ფორმისა და დანიშნულების კომპოზიტური მასალისა და კონსტრუქციის შექმნა, რომელიც 3-3,5-ჯერ უფრო მტკიცე და მსუბუქია, ვიდრე ფოლადის კონსტრუქციები. პირველ შემთხვევაში, თუ ფილები მოუხეშავი და მძიმეა, ძაფის დაწნეხვის შედეგად ნებისმიერი ფორმისა და ზომის ფილის დამზადებაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ბაზალტის ბოჭკო 300-დან 1000°С ტემპერატურამდე ფიზიკურ-მექანიკურ თვისებებს არ იცვლის. ასეთი უნიკალური თვისებების გამო, მისი გამოყენების სფერო, პრაქტიკულად, შეუზღუდავია. გამოიყენება კოსმოსური თანამგზავრებისა და ხომალდების დასამზადებლად, სამშენებლო ინდუსტრიაში; ბაზალტის ძაფით შესაძლებელია არმატურისა და ნებისმიერი სახის მილის დამზადება. ხოლო იქ, სადაც დაარმირებულ ასფალტსა და ბეტონს ვიყენებთ, ბაზალტის ძაფი შეუცვლელია. ის ჩვეულებრივი არმატურისგან განსხვავებით, კოროზიამედეგია. საქართველო მდიდარია ვულკანური ქანის ბაზალტით და მისი წარმოება ქვეყნისათვის პერსპექტიულია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები