ბადანთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბადანთა (ოს. Бадантæ) – მიცვალებულის მოხსენიების ოსური წეს-ჩვეულება. უკანასკნელი წლის განმავლობაში გარდაცვლილის ოჯახები ახალი წლის პირველივე კვირა დღის საღამოს მის ოთახში დგამდნენ ტაბლას, რომელზედაც სხვადასხვა კერძები, სასმელი, ტკბილეული და მკვდრის საუკეთესო სამოსი ელაგა. უახლოესი სისხლით ნათესავი ქალი წინასწარ მომზადებული ორი ჯოხით ხელში ოთახის კუთხეში მოთქმით დგებოდა, ჯოხებს ჯვარედინად შეკრავდა, მიცვალებულის ტანსაცმელს ჩამოაცმევდა და ტაბლაზე მიამაგრებდა. ტაბლაზე, რომელთანაც ერთმანეთის მოპირდაპირე მამაკაცები და ქალები სხდებოდნენ, ცვილის სანთლებს აანთებდნენ. ამ დროს კარები ან ფანჯრები აუცილებლად უნდა გაეღოთ, რათა მიცვალებულის სული სახლში შემოსულიყო. თანამგრძნობნი მთელი ღამის განმავლობაში სუფრასთან ისხდნენ და, იგონებდნენ რა გარდაცვლილს, დროდადრო მოთქვამდნენ, ტიროდნენ და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ; მხოლოდ დილაადრიან დაიშლებოდნენ.

ოსების რწმენით, მიცვალებულის სული ყოველი მოხსენიების დღეს სახლში ბარასთირის ნებართვით ბრუნდება, აკვირდება, თუ როგორ ცხოვრობს ოჯახი და რა საჭიროება გააჩნია. ამიტომ ცდილობენ, ყველაფერი სუფთა გულით და წესის დაცვით გააკეთონ: ოჯახის არცერთი წევრი ახალ ხილსა თუ ბოსტნეულს პირსაც კი არ დააკარებს, ვიდრე მკვდრის სახელზე საკურთხს არ დადგამს.


ლიტერატურა

  • Берзенов Н. Г. Осетинский обряд сидения мертвецов // Кавказ. 1850. № 7;
  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Такоева Н. Ф. Погребальные и поминальные обряды у осетин в XIX в. // СЭ. 1957. № 1;
  • Гаглойти З. Д. Культ мёртвых у осетин // ИЮОНИИ. 1974. Вып. XVIII;
  • Кокоева А. Б. Из истории погребальных обрядов у осетин // ИЮОНИИ. Вып. XXIV. Цхинвали, 1979;
  • Калоев Б. А. Похоронные обычаи и обряды осетин в XVIII – начале XX в. // Кавказский этнографический сборник. М., 1984;
  • Дзаттиаты Р. Г. Традиционные погребальные обряды осетин. Владикавказ, 2005;
  • Бедоева И. А. Хмельные напитки в погребально-поминальной обрядности осетин // III Всероссийские Миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები