ბაგრატიონი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ ბაგრატიონი – (1789 – 1830), იოანე ბატონიშვილის (ბაგრატიონის) ძე. ერეკლე II-ის შვილთაშვილი, გიორგი XII-ის შვილიშვილი, პოეტი და მწიგნობარი.

მონაწილეობდა კახეთის 1812 წლის აჯანყებაში. აჯანყების პერიოდში გამოაცხადეს საქართველოს მეფედ გრიგოლ I-ის სახელწოდებით; მას, როგორც მეფეს, მოიხსენიებდნენ ეკლესიებში. მეფის მოვალეობას ასრულებდა 1812 წლის 20 თებერვლიდან 6 მარტამდე. გადაასახლეს რუსეთში და ერთხანს პატიმრად ჰყავდათ პეტროზავოდსკის ციხეში.

გადასახლებაში დაწერილი მისი ლექსები სამშობლოდან გადახვეწილი კაცის გულისტკივილს გამოხატავს. იგი პეტერბურგის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. 1819-25 წწ. შეუდგენია კრებული, რომელშიც შეუტანია XVIII საუკუნის დასასრულს გავრცელებული მცირე ფორმის ნაწარმოები; ლირიკული სასიმღერო ლექსები, ზმები, მახვილსიტყვაობანი და სხვა ნიმუშები ზეპირსიტყვიერებისა.

დაახლოებით 1819 წელს შეადგინა „ანთოლოგია”, რომელშიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას, მზეჭაბუკ ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკლორული ნაწარმოებები.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები