ბაგიათა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგიათა – სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

ბაგიათაში მოიპოვება განთქმული მინერალური წყალი „ბაგიათა“, რომელიც საუკეთესო სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა.

ტოპონიმი ბაგიათა დიდი ხნოვანობისა არ არის; იგი, როგორც მოსალოდნელი იყო, უცნობია ჩვენი ძველი საისტორიო წყაროებისათვის („ქართლის ცხოვრება“, ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“...). ბაგიათა მორფოლოგიური სტრუქტურით ოსური ენის კუთვნილებაა, წარმოშობით კი ქართული ოიკონიმის ბაღიანთ-კარი- სახეცვლილი ფორმაა. სოფლის სახელი ბაღიანთ-კარი ამ არეალში ჩაუწერია 1903 წელს რუს გეოგრაფსა და მხარეთმცოდნეს კონსტ. ჰანს. შემდგომ ხანებში, ქართული მოსახლეობის ხელოვნური შემცირებისა და ოსური ეთნოსის აღმავლობის დროს (ჩვენი საუკუნის 20-30-იანი წლები) ბაღიანთ-კარი დავიწყებას მისცემია და მის ნაცვლად ოსური ბაგიათა დაუმკვიდრებიათ. თვით ტოპონიმი ბაღიანთ-კარი წარმოსდგება ქართული გვარისაგან ბაღიაშვილი, რომელიც დღეს რატომღაც ოსურ გვარად (Багиаев) არის მიჩნეული. 7 ვფიქრობთ, ისტორიული სიმართლე აღდგებოდა, თუკი ხელოვნურად შექმნილ ტოპონიმ ბაგიათას თავისი თავდაპირველი სახელი ბაღიანთ-კარი დაუბრუნდებოდა ამით Багиаев-თა ეროვნული კუთვნილების საკითხიც გაირკვეოდა.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები