აჲჭჷრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აჲჭჷრა
გაყრა (ოჯახის გაზრდის შემდეგ). დიდი ოჯახის რღვევის საფუძველი ოჯახის რიცხობრივ ზრდასთან ერთად, კერძო საკუთრების გაჩენამ გამოიწვია. ოჯახი იმ ერთეულს წარმოადგენს, რომლისაგანაც ადამიანები მრავლდებიან, როგორც ბიოლოგიურად, ისე სოციოკულტურული თვალსაზრისით. იგი აერთიანებს ერთმანეთთან საქორწინო ან ნათესაური ურთიერთობებით დაკავშირებულ ადამიანებს. სტრუქტურა ოჯახის წევრთა ურთიერთობის ხასიათზეა დამოკიდებული. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ძირითადად ოჯახის ორი ფორმა გამოიკვეთა: დიდი და ინდივიდუალური.