ახშირცა (ახშჷრცა) - აფხ. გაცხელებული რძე, სასმელი. მზადდებოდა ძროხის რძისა და თხის რძის შერევის შედეგად. ასეთ სასმელს ჩვეულებრივ აფხაზი მწყემსები იყენებდნენ. რძიან ქვაბში ცეცხლზე ძალიან გახურებულ დიდ ქვას აგდებდნენ რძის გასაცხელებლად.
წყარო
აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი