ახიშვ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახიშვ (ახშჷο) - აფხ.
1. სარკმელი. ძველად წნულ ფაცხებსა და ძელურ სახლებს ფანჯარა არ ჰქონდა. უფანჯრო საცხოვრებლის კედელში ოთხკუთხ ღიობ ნახვრეტს აკეთებდნენ კვამლის გასასვლელად და სინათლისთვისაც. ღამე მას ხის ფიცრის დარაბით (საკეტით) კეტავდნენ.
2. სახლის წინაკარი; წინკარის ამოშენება აივანზე აფხაზებმა გვიან დაიწყეს.