ახვლედიანი ალექსანდრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალექსანდრე ახვლედიანი – დაიბადა 1961 წლის 16 ივლისს ცაგერში.
განათლება – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1982). სამხედრო სამსახური (1985-86).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე (1987-90).
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ქუთაისის ბაკისუბნის საარჩევნო ოლქი, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, ეკონომიკური რეფორმის კომისიის მდივანი; პარალელურად ქუთაისის პრეფექტის პირველი მოადგილე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).