ახაჭა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახაჭა - აფხ. ხაჭო. ჭამენ აჯიკითა და პიტნის ფოთლებით შეკმაზულს, ღომთან ერთად ( ქართ. ხაჭო). ყველის ამოყვანის შემდეგ შრატს ადუღებენ და შემდეგ დიდი ხის კოვზით აჩამსყულ-ში ნადგომს ხსნიან, მას ასხამენ თავისებურ ჩანთაში, რომელიც შეკერილია ნარმისაგან. იგი აქ იწურება. წყლისაგან გასუფთავებულ ნარმის ჩანთაში ხაჭო რჩება.