ახარწვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახარწვი (ახარწοჷ) - აფხ. მაწონი ( მეგრ. ხარწა მაწვნის დედა). მაწონს აბყულ-ში (ხის პატარა ქოთანი) ან დერგში (თიხის პატარა ქოთანი) აყენებენ. ადუღებულ რძეს ოდნავ აგრილებენ. შიგ ახააწა-ს, ე.ი. მაწვნის დედას (ერთ კოვზს) გაურევენ შესადედებლად და შედარებით თადგილას დგამენ. ზამთარში თუ თბილი ადგილი არა აქვთ, ჭურჭელს თბილად შეახვევენ. 5-6 საათის შემდეგ მაწონი მზადაა.