ახალუბნის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ახალუბნის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში. ეკლესია დასავლეთის კარის თავზე მოთავსებული დაზიანებული მხედრული წარწერის თანახმად აგებულია 1692 წელს.

ეკლესია დარბაზულია (10,44X9,2 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. სამხრეთის კედელში ორი კარია. დასავლეთით მდებარე კარს კარიბჭე აქვს მიშენებული. მეორე კარი გაჭრილია მოგვიანებით. აფსიდში და დასავლეთის კედელში თითო სარკმელია, აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს – თითო სწორკუთხა ნიში. ერთი ნიში ჩრდილოეთის კედელშიც არის, აფსიდის მხართან. კამარის საბჯენი თაღი კონსოლებს ეყრდნობა, ფასადები დასრულებულია აგურის სამრიგიანი თაროსებრი ლავგარდნით. ღრმა კარიბჭე გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც კონსოლებზე დაყრდნობილ თაღს ემყარება.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები