ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესია (მცხეთა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის ჩრდილო-აღმოსავლეთით 200-300 მეტრზე, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილი 2,5 მეტრის სიმაღლეზე. აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველი ყოფილა. აღმოსავლეთ კედლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია.