აჭკვავდომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჭკვავდომა – განრიდების ინსტიტუტთან დაკავშირებული აკრძალვის მოხსნის თუშური წესი – რძალ-მამამთილს შორის ლაპარაკის დაშვება. ოჯახში ახალრძლის მოსვლიდან სამი ან ოთხი წლის შემდეგ რძალთან უნძრახად მყოფი მამამთილი მასთან აძრახვას (აჭკვავდომას) მოისურვებდა. ამ მიზნით, იგი არყიან ყანწს ასწევდა და იტყოდა: „კეთილი იყოს ეს ჩვენი უნძრახობა და ერთმანეთის მოხათრება, აჭკვავდომა“. მამათილი მეორე ყანწს მიაწვდიდა რძალს, რომელიც მორცხვად გამოართმევდა და იტყოდა: „გაგიმარჯოს“. ამ აძრახვაში ახალრძალი მამამთილს წინდას აჩუქებდა, საპასუხოდ კი მუხლსაფარს ან რაიმე მცირე საჩუქარს მიიღებდა. შემდეგ ასეთივე წესით მოხდებოდა აკრძალვების მოხსნა დედამთილთან და მაზლთან.


ლიტერატურა

ს. მაკალათია. თუშეთი. თბ., 1983, გვ. 166-167; გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 198.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები