აცუნუჰვარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აცუნუჰვარა (აცუნჷჰοარა) - აფხ. „უბნის ლოცვა“. აცუთას ლოცვა. რელიგიური ჩვეულება, გვალვის დროს წვიმის გამომწვევი ლოცვა იყო. იგი, ჩვეულებრივ, ერთი უბნის (ძველად სოფლის) მოსახლეობის მონაწილეობით სრულდებოდა. სალოცავს საერთო ზვარაკს სწირავდნენ. რიტუალს ისინი სალოცავის საკულტო „ცენტრად“ ქცეულ წმინდა ტყეში, ჭალაში, სადაც მდინარე ჩამოდიოდა (ამ შემთხვევაში), ცალკეულ ხეებთან ატარებდნენ. საკლავსაც იქვე კლავდნენ და ხარშავდნენ. ძველად რიტუალს უბნის უხუცესი მამაკაცი ატარებდა და ის ილოცებოდა. იგი ხის წკირზე, შამფურზე წამოაცვამდა მოხარშული საკლავის გულ-ღვიძლს და ლოცვის დროს პატარა ნაჭრებს ცეცხლში ყრიდა, ამასთან მთელ აცუთას მოსახლეობას ლოცავდა. დარჩენილ ხორცს წვრილად ჭრიდა, რომ აცუთას ყველა მამაკაცს შეხვედროდა. იქ მყოფი მამაკაცები აირგიაშვასადმი მიძღვნილ სიმღერას ერთად ასრულებდნენ. ამით ღვთაებას შესთხოვდნენ სოფლისთვის გაჭირვება აეცილებინა და წვიმა გამოეგზავნა. დაკლული ცხოველის ტყავი, ჩვეულებრივ, კულტის მთავარ მსახურს ხვდებოდა წილად. აფხაზებს არ ახსოვთ ისეთი დღე, რომ რიტუალის ჩატარების შემდეგ წვიმა არ წამოსულიყო.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები