აჩამუქვა აჩამჷქοა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჩამუქვა აჩამჷქοა (აჲლა(რ)ჯ) - აფხ. (მეგრ. ელარჯი). აფხაზური აილარჯისთვის ჭრიან ახალ ყველს პატარა ნაწილებად, ადუღებულ და დამარილებულ რძეში ყრიან და ხარშავენ 10 წთ, შემდეგ თანდათანობით გაცრილ სიმინდის ფქვილს ურევენ. ხარშვის დროს მუდმივად ურევენ და მიჰყავთ მკვრივ ფაფამდე. შ. ინალ-იფას აზრით, ეს საკვები აფხაზურია და ქართველებმა აფხაზებისგან ისწავლეს. თუმცა, საკვები მეგრულია და იგი განსხვავებულად მზადდება მეგრელებში. მეგრელები ელარჯისთვის, ისევე, როგორც ჩვეულებრივი ღომისთვის, ღერღილს მოიხმარენ. ახალ ამოყვანილ ყველს ისინი მოხარშულ ღერღილში ყრიან, რძის გარეშე და მხოლოდ მცირე რაოდენობის სიმინდის ფქვილს ურევენ. ეს საკვები ძველთაგან იცოდნენ სვანებმაც. აფხაზებმა რომ ელარჯი ქართველებისგან ისწავლეს, ისიც ადასტურებს, რომ ჩრდილო კავკასიაში მხოლოდ თხის, მოგვიანებით ცხვრის ყველს მოიხმარდნენ, რაც ელარჯისთვის გამოუსადეგარი იყო. რაც შეეხება აფხაზურ საკვებს ჩემუქვა-ს, მას ქართველები (მეგრელები) განსხვავებულად აკეთებენ, იგი თხელია. რძეში ადნობენ ახალ ყველს და ურევენ, მას ფქვილს არ უკეთებენ. აცივებენ და ისე მიირთმევენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები