აშοლაგοან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშοლაგοან - აფხ. სულგუნი. ყველის ეს სახეობა დასავლურ-ქართველური კულტურული პროდუქტია. იგი აფხაზებმაც აითვისეს.მისი სახელწოდებებია სამეგრელოში, იმერეთში, ლეჩხუმში, სვანეთში, რაჭასა და გურიაში სულგუნი/სელეგინი/სჲოგინი/გვაჯილ/გვაჯილი/ გადაზელილი მეგრული სულგუნის თვისებები ელასტიურობა, ფენოვანება ქართველი მეურნის მიერ ხანგრძლივი დაკვირვებისა და გამოცდილების გზით არის გამომუშავებული. სულგუნი ძროხის რძისაგან მზადდება (ნ. თოფურია, რძის დამუშავების ხალხური წესები სამეგრელოში (ყველი), ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფა და მატერიალური კულტურა, თბ., 1964, 46, 51, 59).თხის რძის ყველი დიდხანს არ ინახება, მატლი უჩნდება. ძროხის რძის სელეგინი დიდხანს ინახება. სელეგინს ხის ჭურჭელში - ბუყუნში ინახავდნენ. სჲოგინი/სილოგინი/სელეგინი _ მეგრული მეტყველების წიაღშია წარმოქმნილი. სირსოუა ნიშნავს ჭყლეტას, სრესას, ხოლო გინი/გინო - იქით-აქეთ, გაღმა-გამოღმას (რ. თოფჩიშვილი, ქართველთა კვებითი კულტურისისტორიიდან: სულგუნი, თბ., 2014,7,11).

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები