აღორძინების არქიტექტურა (XV-XVIII. სს. იტალიაში)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აღორძინების არქიტექტურა (XV-XVIII. სს. იტალიაში) − წარმოიშვა იტალიაში უდიდესი პროგრესული გადატრიალების ეპოქაში ჰუმანისტური იდეების ზეგავლენით. ეს იდეები ემსახურებოდა ახალი საერო ხელოვნების შექმნას, ახალი პრინციპებით ანტიკური ფორმების აღორძინებას. აღორძინების არქიტექტურამ შემდეგში დიდი გავლენა მოახდინა არქიტექტურის ახალი ფორმების ჩამოყალიბებაზე ევროპის სხვა ქვეყნებში.