აღდგომის მამალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mamali.jpg

აღდგომის მამალიაღდგომა დღეს ებრაელები მამალს ხარშავდნენ. ამ დროს ქრისტემ ბავშვის სახელით ახარა, ქრისტე აღდგაო! გაუცინიათ ებრაელებს და უთქვამთ: უმალ ეს მოხარშული მამალი გაცოცხლდება და კეცებში ჩაკრული პური ისევ ჯეჯილად გადაიქცევა, ვიდრე ქრისტე აღდგებაო. ეს თქვეს და მყისვე ადუღებული წყლიდან გაცოცხლებული მამალი ამოხტა, ხოლო კეცებში ჩაკრული ცომი მწვანე ჯეჯილად გადაიქცა. წყლიდან ამომხტარმა მამალმა ფრთები შეიბერტყა, ერთი მაგრად დაიყივლა და გაფრინდა.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები