აქციზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქციზი − (ინგლ. excise, შუაჰოლანდ. excijs, accijs < ლათ. accensare გადასახადი), საერთო-სახელმწიფოებრივი არაპირდაპირი გადასახადი, რომელიც გადაიხდება აქციზური საქონლის მიწოდებისას მის ფასთან ერთად. საქართველოში აქციზური საქონლის წარმოება ან იმპორტი იბეგრება აქციზით, თუ ეს საქონელი განთავისუფლებული არ არის გადასახადისაგან.

აქციზი წესდება ისეთ საქონელზე, რომელსაც ახასიათებს ორი ძირითადი თავისებურება:

  1. ფასისგან დამოუკიდებლად იყიდება განუსაზღვრელი რაოდენობით;
  2. არის შეუცვლელი სამომხმარებლო საქონელი. იგი შედის საქონლის (შაქრის, ჩაის, ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს, მარილის, ბენზინის და ა.შ.) ფასში, აგრეთვე სატრანსპორტო, კომუნალური და სხვ. მომსახურების ტარიფში. აქციზი ზღუდავს მათ მოხმარებას. სახელმწიფო აფიქსირებს აქციზური გადასახადის სიდიდეს და ახორციელებს ფასებზე კონტროლს. აქციზი სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

აქციზი რეგრესიული გადასახადია. აქციზური გადასახადის აკრეფისას შეძენილი პროდუქციის ერთეულზე თანაბარი სიდიდის გადასახადი ამოიღება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტია შემოსავალი, გადასახადის მით ნაკლები წილია მასში.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები