აქცეპტური კრედიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქცეპტური კრედიტი - (acceptance credit) - ბანკების მიერ გაცემული კრედიტი კლიენტის მიერ წარდგენილი გადასაპირებელი თამასუქის აქცეპტირების გზით. გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობაში, როგორც იმპორტის დაკრედიტების ერთ-ერთი ფორმა. აქცეპტური კრედიტის გაცემის ოპერაცია ხორციელდება შემდეგნაირად: იმპორტიორი შეუთანხმდება ექსპორტიორს იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელის მიერ ექსპორტირებულ საქონელში ფულს გადაიხდის იმპორტიორის მომსახურე ბანკი, ექსპორტიორის მიერ წარდგენილი გადასაპირებელი თამასუქის აქცეპტის გზით. ამასთან, დგინდება სააქცეპტო თანხა და გადახდის ვადა. იმპორტიორი ვალებს ბანკ-აქცეპტატს, გახსნას აკრედიტივი ექსპორტიორის სასარგებლოდ მის მიერ სასაქონლო დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. ექსპორტიორი, გაგზავნის რა საქონელს, გამოწერს ტრატას იმპორტიორის ბანკზე. ექსპორტიორის ბანკი გადაგზავნის ტრატას ექსპორტიორის სასაქონლო დოკუმენტებთან ერთად იმპორტიორის ბანკში აქცეპტისათვის. სასაქონლო დოკუმენტები გადაეცემა იმპორტიორს. ეს უკანასკნელი ტრატის გადახდის ვადის დადგომისას უხდის ბანკ-აქცეპტატს შესაბამის თანხას, რის შემდეგაც ბანკი ანაღდებს ტრატას.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები