აქცენტი (თეატრალური)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აქცენტი– (ლათ. accentus – მახვილი), რეჟისორის ან მსახიობის მიერ რაიმე გამომსახველი საშუალების გამოყენებით ამა თუ იმ მოვლენის, ხასიათის გამოკვეთა. აქცენტის განსახორციელებლად რეჟისორი იყენებს სცენოგრაფიას, მუსიკას, ქორეოგრაფიას. მსახიობი – ინტონირებას, პლასტიკას, ჟესტს, მზერას. აქცენტი გამჭოლი მოქმედების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.