აქტი (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქტი – (ლათ. actus – საქმე), ზმნის კატეგორია, რომელიც წარსულში მომხდარ მოქმედებას წარმოადგენს როგორც მოუბრის მიერ ნანახს ან უნახავს (დასწრებულს ან დაუსწრებელს). ამის მიხედვით გვაქვს ორი სახის აქტი ნახული და უნახავი. ნახულია ფორმა, რომელიც მოქმედებას წარმოადგენს როგორც მოუბრის მიერ ნანახს: თქვა, ააშენა…; უნახავია ზმნის ფორმა, რომლითაც გადმოცემული მოქმედება მოუბარს არ უნახავს: უთქვამს, აუშენებია (ა. შანიძე).

უნახავი აქტის ფორმა თურმეს გაგებას შეიცავს, ამიტომ მას თურმეობითსაც უწოდებენ. ნახული აქტის ფორმებზე თურმეს დართვით მიღებული აღწერითი ფორმა უნახაობას გადმოგვცემს: დაწერა – დაწერა თურმე, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი ზმნის მორფოლოგიური კატეგორია არ არის (ლ. კვაჭაძე). აქტის კატეგორიის შესახებ ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა (შდრ. ი. ქავთარაძე).

ნ. ლოლაძე



ლიტერატურა

  • შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953;
  • ქავთარაძე ი. უნახაობის კატეგორიის ისტორიისათვის ქართულში. – «იკე». VIII, თბ., 1956;
  • კვაჭაძე ლ, ქართული ენა, ნაწ. 1, თბ., 1981.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები