ოლრიკი აქსელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა აქსელ ოლრიკი-დან)
აქსელ ოლრიკი – (1864–1917), დანიელი ფოლკლორისტი, ფინური სკოლის წარმომადგენელი, ერთ-ერთი ინიციატორი 1907 წელს შექმნილი საინფორმაციო ჟურნალისა «Folklore Fellows Comunications». ოლრიკი იკვლევდა ჩრდილოეთის ქვეყნების მითოლოგიასა და გმირულ ეპოსს. სწავლობდა კავკასიის მითოლოგიას, კერძოდ, ამირანის თქმულებას. 1922 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში განავითარა ამ თქმულების მითოლოგიური ინტერპრეტაცია კავკასიის ვულკანურ მოვლენებთაა დაკავშირებით.
მ. ჩაჩავა
ლიტერატურა
გ. ჩიტაია, ქართული ეთნოლოგია; მიმომხილველი; მ. ჩიქოვანი, მიჯაჭვული ამირანი.