აქახახი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აქახახ-ი (სომხ. Աքաղաղ – მამალი) – გრძნეული ფრინველი, განთიადის მაცნე სომხურ მითოლოგიაში. სწამდათ, რომ მას ჰქონდა მნიშვნელოვანი ფუნქცია, დროებითი სიკვდილიდან – ძილიდან – ადამიანის გამოყვანისა და ავსულთა დევნისა. ქრისტიანიზებულ მითში მამალი წმ. გიორგის მონასტრის იღუმენად ინიშნება და მისი ყივილის გარეშე მონასტერში შეჩერებული ვერცერთი ქარავანი გზას ვერ განაგრძობდა.
ლიტერატურა
Лисициан С. „Святыни“ у перевалов // СЭ. 1936, № 4-5.