აფსჰა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფსჰა - აფხაზების წინაპარი ფოლკლორში, რომელთანაც დაკავშირებულია აფხაზების წარმოშობა. ლეგენდებში იგი ბერძენი იყო. მას შვილი არ ჰყავდა. ურჩიეს საცხოვრებელი ადგილი გამოეცვალა, რომ შვილი შესძენოდა. ჩამოვიდა იმ ქვეყანაში, რომელსაც დღეს აფხაზეთს უწოდებენ. ახლანდელ ქ. გაგრასთან მთებში დასახლდა. ცოლი დაორსულდა. ამ დროს ჩრდილოეთ კავკასიიდან ვინმე აჩბა ჩამოვიდა.მთის წვერიდან ზღვა დაინახა, გადაწყვიტაწყლის დიდ აუზთან მისვლა და ფონის მოძებნა. ფონს ვერ მიაკვლია, მაგრამ ხეტიალის დროს აფსჰას სახლს მიადგა. სტუმარი კარგად მიიღეს. მას უამბეს ოჯახის თავგადასავალი. იმ ღამეს აფსჰა მემკვიდრის დაბადებას ელოდა. აჩბა ტყეში დაიმალა და გამთენიისას ახალშობილი ბიჭი გაიტაცა. დიდი ხნის მერე აჩბამ და მისმა სამმა ძმამ გაზრდილი ბავშვი აფსჰას ჩამოუყვანეს და უთხრეს, რომ ეს მისი შვილი იყო. საფასურად მათ აფხაზეთის მიწა-წყალზე დასახლების ნებართვა სთხოვეს. აფსჰა დიდხანს არ თანხმდებოდა, მაგრამ მემკვიდრის გამოჩენამ ქედი მოახრევინა. ძმები აჩბები აფხაზეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ. პირველი აფხაზები აფხაზეთის ტერიტორიაზე სწორედ ძმები აჩბები იყვნენ.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები