აფრასიძე ბიმურზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბიმურზა აფრასიძე (დადეშქელიანი) – დაიბადა 1951 წლის 14 ნოემბერს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი (1974).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, პრეზიდიუმის წევრი, ეროვნული ერთიანობის, ეროვნებათშორისი ურთიერთობების ქვეკომისიის თავმჯდომარე, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი, წარმომადგენელი კავკასიის საკითხებში.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).