აუაცა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აუაცა - აფხ. კასრი-გეჯა. XIX ს. გამოიყენებოდა აფხაზების მიერ ღვინისთვის. მას ჩვეულებრივ მთლიანი მორისაგან აკეთებდნენ. სიგრძით 1-1,5 მ. მორს შუაზე გაჭრიდნენ, შემდეგ სპეციალური ინსტრუმენტით გამოასუფთავებდნენ გულს. ბოლოებში ძირებს უკეთებდნენ გასუფთავებული ფიცრის, გარშემო მას თავისებურ ხის გვერგვს ემოარტყამდნენ. ამასთან ერთად XIX ს-ში ღვინისათვის ჰქონდათ თიხის ჭურჭელი (ქვევრი) პატარა და დიდი ზომის.