ატმოსფერული წნევის რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ატმოსფერული წნევის რუკა – გამოსახავს წნევის განაწილებას დედამიწის ატმოსფეროში დროის გარკვეულ მომენტში ან მონაკვეთში (დღის 12 საათზე, თვეში, წელიწადში). გრაფიკული გამოსახვის საშუალებაა იზობარი. რუკის შესადგენად გამოიყენება მეტეოროლოგიური სადგურების დაკვირვებათა მონაცემები. გათვალისწინებულია კავშირი ადგილის აბსოლუტურ სიმაღლესა და ატმოსფერულ წნევას შორის.