ატიპიური დეპრესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ატიპიური დეპრესია - ტერმინი ატიპიური დეპრესია ზოგადად საშუალო სიმძიმის დარღვევების შემთხვევაში გამოიყენება. წლიდან წლამდე მისი მნიშვნელობა იცვლებოდა და ამჟამად იხმარება შემდეგი ტიპის დარღვევების აღსანიშნად:

  • ცვალებადი დეპრესიული განწყობა, გუნებ-განწყობა რეაგირებს პოზიტიურ მოვლენებზე;
  • საკვების გადაჭარბებულად მიღება და დიდხანს ძილი;
  • უკიდურესი სისუსტე და სიმძიმის შეგრძნება კიდურებში (ტყვიის დამბლა);
  • გამოხატული შფოთვა.

ამ კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებს აქვთ ტენდენცია, გააზვიადონ მოსალოდნელი ან სავარაუდო უარი (უარის მიმართ სენსიტიურობა). ატიპიური დეპრესიის ამოცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ინტერპერსონალური სენსიტიურობის გამო, პაციენტები რთულად სამართავები ხდებიან. მათ უფრო „რთული” ხასიათის ადამიანებად მიიჩნევენ. მიიჩნევა, რომ ატიპიური დეპრესია ნაკლებად ემორჩილება ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით მკურნალობას და ამ შემთხვევაში უფრო ეფექტურია მონოამინ ოქსიდაზასა (MAOIs) და სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორები (SSRIs) (Quitkin et al., 1993. Joyce et al., 2004).



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები