ასფალტენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასფალტენებინავთობის ყველაზე მაღალმოლეკულური კომპონენტები – მყარი მყიფე ნივთიერებები შავი ან მურა ფერის; ინერტულ ატმოსფეროსი რბილდება და 200-300°С ტემპერატურაზე გადადის პლასტიკურ მდგომარეობაში. სიმკვრივე – 1100 კგ/მ3. ელემენტური შემადგენლობა: С (80-86%), Н (7-9%), О (2-10%), S (0,5-9%), N (2%-მდე), აგრეთვე მიკრორაოდენობით – V, Ni, Fe, Ca, Mg, Cu და სხვ. ლითონები.

ასფალტენები გამოიყენება, როგორც მავულკანიზებელი აგენტი, კოროზიისა და რადიკალური რეაქციების ინჰიბიტორი, კომპოზიტური პოლიმერული მასალების შემვსები, ნედლეული V და Ni-ის მისაღებად, გუდრონებისა და ბიტუმების წარმოებაში, ჰიდროსაიზოლაციო და საბურულე მასალების დასამზადებლად და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები